რა დაუჯდა თავდაცვის სამინისტროს ლევან იზორიას, ლელა ჩიქოვანის და სხვა მაღალჩინოსნების მივლინებები

რა რაოდენობის ხელფასებს და დანამატებს ირებენ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები და ვინ ლიდერობს მათ შორის ყველაზე მაღალი ანაზღურებით? რამდენს იღებდნენ იზორიას მოადგილეები და თავად თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია? რამდენს ხარჯავენ ისინი მივლინებებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ?

“აიპრესმა” 2017-2019 წლების საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა და დაამუშავა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში ქვეყნის გარეთ მივლინებებში იმყოფებოდა 155 დღე. მივლინებებზე დახარჯული თანხის რაოდენობამ სულ შეადგინა 188 091.83 ლარ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში ქვეყნის გარეთ მივლინებებში იმყოფებოდა 182 დღე. მივლინებებზე დახარჯული თანხის რაოდენობამ სულ შეადგინა 177 323.43 ლარი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში ქვეყნის გარეთ მივლინებებში სულ დახარჯული თანხიდან (923 929.03 ლარი) თავდაცვის მინისტრის და მისი პირველი მოადგილის წილად მოდის 365 415.26 ლარი ანუ 39.6%, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისში სულ დახარჯული თანხიდან (214 413.26 ლარი) მათ წილად მოდის 58.11% (124 601.26 ლარი)

თავდაცვის მინისტრიs ქვეყნის გარეთ მივლინებებში იმყოფებოდა და ხარჯმა შეადგინა:

2017 წელს – 60 დღე, 74 620.06 ლარი;
2018 წელს – 58 დღე, 53 872.46 ლარი;
2019 წელს (იანვარი – ივნისი) – 37 დღე, 59 599,31 ლარი.

თავდაცვის მინისტრის მიერ გარე მივლინებებში გაწეული ხარჯების სტრუქტურა ასეთია:

ა) მგზავრობის ხარჯი;
ბ) საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯი (ნულიდან 807.86 ლარამდე/დღეში – 2017 წელს; ნულიდან 878.4 ლარამდე/დღეში – 2018 წელს; ნულიდან 746.97 ლარამდე/დღეში 2019 წელს);
გ) სადღეღამისო ნორმა (მაქსიმალური ოდენობა: 283.74 ლარი/დღეში აშშ-ში მივლინების პერიოდში 2017 წელს, 262,6 ლარი/დღეში აშშ-ში მივლინების პერიოდში 2018 წელს და 295.74 ლარი/დღეში აშშ-ში მივლინების პერიოდში 2019 წელს)
დ) მივლინებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯი (9106.59 ლარი 2018 წელს და 20 895.46 ლარი 2019 წელს)

თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ქვეყნის გარეთ მივლინებებში იმყოფებოდა და ხარჯმა შეადგინა:

2017 წელს – 64 დღე, 64 653.19 ლარი;
2018 წელს – 61 დღე, 47 668.29 ლარი;
2019 წელს (იანვარი – ივნისი) – 57 დღე, 65 001.95 ლარი;

თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მიერ გარე მივლინებებში გაწეული ხარჯების სტრუქტურა ასეთია:

ა) მგზავრობის ხარჯი;
ბ) საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯი (ნულიდან 807.86 ლარამდე/დღეში 2017 წელს; ნულიდან 641,37 ლარამდე/დღეში 2018 წელს და 656.31 ლარამდე/დღეში 2019 წელს);
გ) სადღეღამისო ნორმა (მაქსიმალური ოდენობა: 267.98 ლარი/დღეში – აშშ, 2017 წელი; 248.01 ლარი/დღეში – აშშ, 2018 წელი; 279.32 ლარი/დღეში -აშშ, 2019 წელი).

ლევან იზორია: 2017 წელს თავდაცვის მინისტრის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 3 540 ლარს, ხოლო დანამატი – 5 188 ლარს. თვეში მინისტრი შრომის ანაზღაურების სახით იღებდა 8 728 ლარს.

2017 წლის 12 თვეში თავდაცვის მინისტრს მიღებული აქვს:

სარგო – 42 480 ლარი
დანამატი – 62 256 ლარი
სულ – 104 736 ლარი

 ლელა ჩიქოვანი – თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თანამდებობრივი სარგოს სახით ყველა მცირე ანაზღაურება მარტში მიიღო – 2740,75 ლარი, ხოლო ყველაზე დიდი კი აპრილში – 3 180,00 ლარი. თანამდებობრივი სარგოს საშუალო თვიურმა ოდენობამ შეადგინა  2951,73 ლარი. ყველაზე მცირე ოდენობით დანამატი მან აპრილში მიიღო – 6 221,00 ლარი, ხოლო ყველაზე მაღალი კი მარტში – 6 610,83 ლარი. დანამატის საშუალო თვიურმა ოდენობამ შეადგინა 6 373,07 ლარი. ჯამურად ყველაზე მცირე ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგო პლიუს დანამატი) ლელა ჩიქოვანმა მიიღო მარტში – 9 351,58 ლარი, ხოლო ყველაზე მაღალი კი აპრილში – 9 401,00 ლარი.

საშუალო თვიურმა ანაზღაურების ოდენობამ შეადინა 9 324,80 ლარი. 

სრული სტატისტიკა იხილეთ სტატიის ბოლოში გამოქვეყნებულ ცხრილში.

2017 წლის 12 თვეში თავდაცვის მინისტრი პირველ მოადგილეს ლელა ჩიქოვანს მიღებული აქვს:

სარგო – 35 420,75 ლარი
დანამატი – 76 476,83 ლარი
სულ – 111 897,58 ლარი

2017 წელს თავდაცვის მინისტრის მოადგილეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობა შეადგენდა  2720 ლარს, დანამატის ოდენობა 5 780 ლარს, ხოლო ანაზღაურების ჯამური ოდენობა (თანამდებობრივი სარგო პლიუს დანამატი) კი 8 500 ლარს. მცირედი განსხვავება მოადგილეების მიერ წლის განმავლობაში მიღებულ თანხებში ერთ შემთხვევაში ერთჯერადად მიღებული პრემიით და მეორე შემთხვევაში ერთ-ერთი თვეში რამდენიმე აუნაზღაურებელი დღით არის განპირობებული.

2018 წლის იანვარში მინისტრ ლევან იზორიას და მის მოადგილეებს დანამატი არ მიუღიათ, ხოლო თანამდებობრივი სარგო მათ წინა წლის სარგოს პლიუს დანამატის შესაბამისად მიიღეს: ლევან იზორიამ – 8 728 ლარი, ლელა ჩიქოვანმა – 9 300 ლარი, ზაალ კაპანაძემ – 8 500 ლარი, ნუკრი გელაშვილმა – 8 500 ლარი, გიორგი ბუთხუზმა – 8 500 ლარი.

2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით, თავდაცვის მინისტრის და მისი მოადგილეების თვიური ანაზღაურების ოდენობა უცვლელია და შეადგენს:

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია – თანამდებობრივი სარგო 6 250 ლარი;

თავდაცვის მინისტრის I მოადგილე ლელა ჩიქოვანი – თანამდებობრივი სარგო 7 600 ლარი, დანამატი 1000 ლარი, სულ ანაზღაურება – 8 600 ლარი;

თავდაცვის მინისტრის მოადგილეები – თანამდებობრივი სარგო 7 500 ლარი, დანამატი 1000 ლარი, სულ 8500 ლარი.

2018 წლის თებერვლიდან თავდაცვის მინისტრის თვიური ანაზღაურება 2017 წლის საშუალოსთან შედარებით შემცირებულია 2 478 ლარით, ხოლო მისი პირველი მოადგილის – 725 ლარით. თავდაცვის მინისტრის მოადგილეების თვიური ანაზღაურების ოდენობა არ შეცვლილა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად