ქვეწარმავლები თბილისში – 370 შეტყობინება 40 დღეში – ვის უნდა მიმართოს მოსახლეობამ

ბოლო პერიოდში,  სოციალურ ქსელში სულ უფრო ხშირად ჩანს ფოტოები, რომელზეც თბილისის ამა თუ იმ უბანში ქვეწარმავალი, ყველაზე ხშირად კი გველებია დაფიქსირებული. ერთი ასეთი შემთხვევის შესახებ „აიპრესს“ ნუცუბიძის მე-3-მე პლატოს მაცხოვრებლებმაც აცნობეს, რომლებმაც ეზოში, სადაც ხშირად თამაშობენ ბავშვები, მკვდარი გველი აღმოაჩინეს.

ვის უნდა მიმართოს მოსახლეობამ მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში და რა პრევენციული ღონისძიებები ტარდება ქვეწარმავლებისგან თავის დასაცავად?

ამ საკითხის გასარკვევად მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამმართველოს მივმართეთ.

„იმ შემთხვევაში, თუ ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე დაფიქსირდა ქვეწარმავალი, მოსახლეობამ უნდა დარეკოს 112-ში და ადგილზე მივა მერიის ცხოველთა მონიტორინგის სპეციალური მობილური ჯგუფი. 24 საათიან რეჟიმში მუშაობის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო. მოსახლეობამ მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავოს თვითნებური ქმედებებისგან. გვყავს სპეციალისტები შესაბამისი აღჭურვილობით, რომლებიც მაქსიმალურად ეხმარებიან მოსახლეობას. არცერთ ზარი არ რჩება რეაგირების გარეშე.- ამის შესახებ „აიპრესთან“ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ ფხალაძემ განაცხადა.

– ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენი ზარია სააგენტოში შემოსული?

რაც შეეხება გამოძახებების რაოდენობას, მაგალითად გეტყვით რომ 10 დღის განმავლობაში 120 შეტყობინება. მაისის თვიდან სადაღაც 250 შეტყობინებაა შემოსული.

– წინ წელთან შედარები გამოძახებამ იკლო თუ მიმატა?

 გასულ წელთან შედარებით მეტია გამოძახება. მაგრამ, არა იმის ხარჯზე, რომ ქვეწარმავლები მომრავლდენ, არამედ იმის ხარჯზე რომ მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მიეწოდა, რომ არსებობს ასეთი სამსახური, რომელიც სთავაზობს სერვისს და მოსახლეობა ამ სერვისით სარგებლობს. სწორედ ამის შედეგია გახშირებული გამოძახება. 

– რომელიმე გამოხაზება ხომ არ დასრულებულა სავალალო შედეგით?

– საბედნიეროთ არც შხამიანი გველი დაფიქსირებულ წელს და არც რამე უბდურ შემთხვევას ჰქონია ადგილი.“- განაცხადა ფხალაძემ. 

როგორ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში გვითხრეს, იმ შემთვევაში თუ ქვეწარმავალი  აღმოჩნდება ბაღებში, სკვერებში, საჯარო დაწესებულებში  ან ისეთ ტეროტორიაზე რომელიც თბილისის მერიის დაქვემედებარების ქევშ არის, პრევენციულ ღონისძებას დადაქალაქის მერია ახორციელებს. მოსახლეობამ კი პრევენციული ღონისძიებები თავად უნდა განახორციელოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად