ქვეყნების მიერ დაწესებული კოვიდშეზღუდვების სიმკაცრის ინდექსის მიხედვით საქართველო მეხუთ-მეცხრე ადგილებს იყოფს

კორონავირუსის პანდემიაზე სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფალთა რეაგირების ხარისხი სხვადასხვაა

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების მიერ კორონავირუსის პანდემიის ამა თუ იმ ეტაპზე დაწესებული კორონაშეზღუდვების სიმკაცრის ინდექსი სისტემატურად გამოითვლება 9 ძირითადი მდგენელის მიხედვით.

9 მდგენელის ჩამონათვალი, რომლიც მიხედვითაც ოქსოფრდის უნივერსიტეტი ქვეყნის მიერ კორონაპანდემიის საპასუხოდ შემოღებული ზომების სიმკაცრის ინდექსი გამოჰყავს, ასეთია:

სკოლების დახურვა; სამუშაო ადგილების დახურვა; მასობრივი ღონისძიებების აკრძალვა; საჯარო შეკრებების შეზღუდვა; საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეჩერება; იზოლირების მოთხოვნა; საჯარო საინფორმაციო კამპანიები; შიდა გადადგილებაზე შეზღუდვა; საერთაშორისო გადაადგილების კონტროლი.

ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით სიმკაცრის ინდექსი ყველაზე მაღალი ზიმბაბვეშია. ოდნავ უფრო მცირეა სიმკაცრის ინდექსი გერმანიაში, ირლანდიაში და ისრაელში.

სიმკაცრის ინდექსის მიხედვით საქართველო მეხუთე-მეცხრე ადგილებს ვენესუელასთან, კვიპროსთან და ნიდერლანდებთან ერთად იყოფს.

ქვეყნები, სადაც კოვიდშეზღუდვების სიმკაცრის ინდექსი 80 ბალზე მეტია:

ზიმბაბვე – 87.04

ისრაელი – 85.19
ირლანდია – 85.19
გერმანია – 85.19
ვენესუელა – 84.26
კვიპროსი – 84.26
ნიდერლანდები – 84.26
საქართველო – 84.26
კუბა – 83.33
ავსტრია – 82.41
შრი ლანკა – 81.94
ბუტანი – 81.94
იორდანია – 81.48
ლესოტო – 81.48
კოლუმბია – 81.02
საბერძნეთი – 80.56

ბანგლადეში – 80.09

ოქსფორდის უნივერსიტეტი განმარტავს, რომ ხელისუფლების მიერ დაწესებული კორონაშეზღუდვების სიმკაცრის ინდექსი ასახავს სიმკაცრის დონეს, მაგრამ არ ზომავს და არ გულისხმობს ხელისუფლების მიერ შემოღებული შეზღუდვების მიზანშეწონილობას და ეფექტურობას. ინდექსის მაღალი ბალი აუცილებლად არ ნიშნავს, რომ „უკეთესია” იმ ქვეყნის პასუხი, რომელსაც მაღალი ინდექსი აქვს და პირიქით – „უარესია” იმ ქვეყნის პასუხი, რომელსაც დაბალი ინდექსი აქვს.

პანდემიის შედეგად ქვეყნებში ავადობის ან/და ლეტალობის სიდიდეთა შედარების და შესაბამისად, ამა თუ იმ ქვეყნის მიერ მიღებული ზომების შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოსახლეობის საშუალო ასაკი, დასახლების სიმჭიდროვე, რომელ ქვეყანაში რა სისწრაფით მოხდა ავადობის ან/და ლეტალობის სიდიდის გაორმაგება და ა.შ

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად