ქვეყნები, სადაც ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლებია

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჯანდაცვის ექსპერტები თვლიდნენ, რომ ე.წ. “კოლექტიური იმუნიტეტის” გამომუშავებისათვის ქვეყნებს მოსახლეობის 60-70% უნდა აეცრათ. თუმცა, კორონავირუსის გავრცელების სწრაფმა ტემპმა და ახალი შტამების გამოჩენამ საერთო სურათი შეცვალა.

მსოფლიოში ვაქცინაციის კამპანიის დაწყების პირველ პერიოდში აცრილი მოსახლეობის პროცენტული წილით ისრაელი და შეერთებული შტატები ლიდერობდა. თუმცა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამტკიცებიდან თითქმის ერთი წლის თავზე ლიდერთა სიაც შეიცვალა.

ანალიტიკური პლატფორმა Statista-ს მონაცემებით, კორონავირუსზე ვაქცინირებული მოსახლეობის წილით სინგაპური ლიდერობს, სადაც 91.9%-ია სრულად ვაქცინირებული. არაბეთის გაერთიანებული საამიროები 88.4 პროცენტით მეორე ადგილს იკავებს. ჩინეთმა კორონავირუსზე მოსახლეობის 74,5 პროცენტი აცრა. ევროკავშირის ვაქცინაციის საშუალო მაჩვენებელი ახლა 66,7 პროცენტია. დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის 67.7%-ია აიცრა, ავსტრიაში – 64.4%, ბრაზილიაში – 60%, აშშ-ში კი – 57.9%.

ვაქცინაციის მაჩვენებელი ყველაზე დაბალი ნიგერიაშია. ხელისუფლებამ კორონავირუსზე მოსახლეობის მხოლოდ 1.6% აცრა.

კომენტარები
იტვირთება...