ქვეყნები, რომლებშიც რუსი ტურისტები თავს დაჩაგრულად გრძნობენ

პორტალი lenta.ru მკითხველს იმ ქვეყნების რეიტინგს აცნობს, რომლებშიც რუსი ტურისტები ყველაზე ნაკლებად ახერხებენ ალკოჰოლის მიღებას.

ყველაზე ნაკლებად სპირტიან სასმელებს რუსი ტურისტები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოიხმარენ. პორტალის თქმით, ამის შესახებ რესპოდენტთა 39% აცხადებს. განსაკუთრებით შეზღუდულად ტურისტები თავს გრზნობენ შარჯუს საამიროში, სადაც ალკოჰოლური სასმელები თან შეიზლება მხოლოდ მათ ჰქონდეთ, ვისაც მთავრობისგან ლიცენზია აქვს.

რეიტინგში მეორე ადგილზეა კატარი. რესპოდენტთა 20%-ს ამ არაბულ სახელმწიფოში ალკოჰოლი არასდროს მიუღია. რესპოდენტები ჩივიან, რომ ალკოჰოლი კატარში ერთადერთ მაღაზიაში, რეზიდენტის სპეციალური ბარათის მქონეებზე იყიდება. ამასთან, კატარში ტურისტებს შეუძლიათ ბარებში და ოტელებში დალევა, მაგრამ, რუსი ტურისტების, თქმით, ბევრად უფრო ძვირად, ვიდრე რუსეთში.

რესპოდენტთა 20%-ის აღიარებით მათ არ დაულევიათ მალდივებზე, რადგან იქ ალკოჰოლს შეტანა მკაცრად აკრძალულია, ხოლო “მინი ბარებში პაწაწუნა ბოთლები ალკოჰოლით არარეალურ ფასადაა”

რესპოდენტთა 12% ამბობს, რომ მათ არ დაულევიათ მაროკოში, სადაც ალკოჰოლი სუპერმაკეტების სარდაფებში და ალკოჰოლური პროდუქციის სპეციალიზირებულ მაღაზიებში იყიდება.

გამოკითხულთა 9% ამბობს, რომ მათ ინდოეთში მოუწიათ ალკოჰოლზე უარის თქმა. გამოკითხულთაგან ერთმა ქალმა აღნიშნა, რომ ალკოჰოლის ძებნა ერთ-ერთ ქალაქში მისთვის მთელი თავგადასავალი აღმოჩნდა.

“ადგილობრივები კითხვაზე, სად არის აქ უახლოესი ბარი თვალებს ჭყეტდნენ და ყოყმანის შემდეგ გამოთქვამდნენ ვარუდს, რომ შეიძლება ჩენაიშია (300 კმ-ის დაშორებით მდებარე ქალაქში). საბოლოოდ მივაგენით ერთადერთ ბარს ოტელში უცხოელებისთვის: ოთახში, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი ამოსაცნობი ნიშანი ჩამოასხამდნენ მხოლოდ ადგილობრივ კინგფიშერს (ინდური წარმოების ლუდი – “აიპრესი”)”, – ამბობს რუსი მოგზაური ქალი.

გამოკითხულთაგან ნაწილმა განაცხადა, რომ დალევის შესაძლებლობის არარსებობის გამო არ არიან მზად ამ ქვეყნებში კვლავ გასამგზავრებლად.

ოდნავ ადრე ჩატარებული გამოკითხვის დროს რუსების უმეტესობამ აღიარა, რომ უყვართ დასვენების დროს დალევა. 3500 რუსი მოგზაურის გამოკითხის შედეგად აღმოჩნდა, რომ ტურისტების 67% მოგზაურობის დროს ყოველთვის სვამენ ალკოჰოლიან სასმელებს.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ,

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად