ქვეყნები და ტერიტორიები, სადაც კორონავირუსისგან ყველა ინფიცირებული განიკურნა

სტატისტიკური მონაცემები აღებულია პორტალიდან worldometers

დღეისათვის მსოფლიოში სულ 213 სახელმწიფო, ამა თუ იმ სახელმწიფოს კუთვნილი, მაგრამ არა უშუალოდ მიმდებარე ტერიტორია და გემია, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა.

კორონავირუსით ინფიცირებულების გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ყველა ინფიცირებული სრულად განიკურნა 11 სახელმწიფოში ამა თუ იმ სახელმწიფოს კუთვნილ, მაგრამ არა უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიაზე.

1. ფარერები (ევროპა, დანია) – 187

2. ახალი კალედონია (ოკეანეთი, საფრანგეთი) – 18
3. სენტ-ლუსია (ჩრ. ამერიკა) – 18
4. ფოლკლენდის კუნძ. (სამხ. ამერიკა, დიდი ბრიტანეთი) – 13
5. გრენლანდია (ჩრ.ამერიკა, დანია) – 11
6. პაპუა ახალი გვინეა (ოკეანეთი) – 8
7. ნიდერლანდების კარიბის კუნძულები (ჩრ. ამერიკა, ნიდერლანდები) – 6
8. სენ-ბართელემი (ჩრ. ამერიკა, საფრანგეთი) – 6
9. დას. საჰარა (აფრიკა) – 6
10. ანგილია (ჩრ. ამერიკა, დიდი ბრიტანეთი) – 3

11. სენ-პიერი და მიკელონი (ჩრ. ამერიკა, საფრანგეთი) – 1

არცერთი ინფიცირებული აღარ ჰყავს მავრიკიას (აფრიკა), სადაც 332-დან 322 განიკურნა 10 კი გარდაიცვალა, ბელიზს (სამხ. ამერიკა), სადაც 18-დან 16 განიკურნა და 2 გარდაიცვალა და სურინამს (სამხ. ამერიკა, ნიდერლანდები), სადაც 10-დან 9 განიკურნა და 1 გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად