ქვეყანაში საზოგადოებრივ ტანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები რჩება

მიუხედავდ იმისა, რომ დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა: „მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად აღარ გაგრძელდეს კომენდანტის საათი“, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეძღუდვა ძალაში რჩება.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, საზოგადოებრივ ტრასპორტზე ჯერჯერობით შეზღუდვები რჩება.

„გარკვეული შეზღუდვები ჯერჯერობით იარსებებს, ჯერჯერობით ვინარჩუნებთ ეტაპობრივ მიდგომას, რადგან ჩვენ ვაკვირდებით თითიოეული შეზღუდვის მოხსნას თუ რა გავლენას ახდენს ეპიდემიოლოგიურ ვიტარებაზე. ყველა შეზღუდვის ერთბაშად მოხსნა გაგვირთულებს ამ ანალიზს. მაგრამ, თქვენ ხედავთ ის პირვანდელი გეგმა, რაც იყო 2 თვეზე მეტი გაწერილი, ახლა არის დაჩქარებული. ეს ხდება ამ ეპიდემიის მართვის გაძლიერების ფონზე“. – განაცხადა ნათია თურნავამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად