ქვეყანაში მიმდინარე აქციების გამო, ერაყის პრემიერმა კომენდანტის საათი გამოაცხადა

ერაყის პრემიერმინისტრმა ადელ აბდულ მაჰდიმ საპროტესტო აქციების გამო, ბაღდადში კომენდანტის საათი გამოაცხადა. ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

საპროტესტო აქციების დროს, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 400-ზე მეტი დაშავდა. კომენდანტის საათი არ ვრცელდება აეროპორტის მგზავრებზე, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებსა და სამედიცინო პერსონალზე, ასევე წყლისა და ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებსა და რელიგიურ მომლოცველებზე.

თავდაპირველად, ადგილობრივებმა უმუშევრობისა და კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 1 ოქტომბერს გამართეს. მეორე დღეს, აქციის მონაწილეებმა “რეჟიმის დაცემა” მოითხოვეს და რამდენიმე სამთავრობო შენობას ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. გარდა ამისა, ამ დრომდე ერაყის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილში მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომა არ აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად