“ქვეყანამ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია და ეს მთავრობის და პრემიერის დამსახურებაა”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობის შეფასებას არ აპირებს. 

ჟურნალისტიკის კითხვაზე როგორ შეაფასებდა ის ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად ყოფნის პერიოდს, მან განაცხადა, რომ არ შეაფასებს, თუმცა დასძინა:

"მე ვხედავ, რომ საქართველომ ამ 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა როგორც ქვეყანამ და ბუნებრივია, ამ პროცესში თავისი მნიშვნელოვანი როლი აქვს მთავრობასაც და მთავრობის თავმჯდომარესაც. 

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპული ინტეგრაციის გზით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერეთ, რამდენად ეფექტურად ვიმუშავეთ, ძირითადად აღმასრულებელმა ხელისუფლებამ… ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით… პრინციპში ჩემთვის მისაღები ჰუმანური და ადამიანზე ორიეტნირებული საბიუჯეტო პოლიტიკით, რაც განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში არის გამოვლენილი არის მიღწევები, რა თქმა უნდა და ამ მიღწევებში ბატონი ირაკლის წვლილიც არის… საქმე ისაა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ერთი პირი არაა გადაწყვეტილების მიმღები. ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს პარლამენტი, რომელიც ჩვენი კონსტიტუციური მოწყობის პირობებში პარლამენტი არის საშინაო და დასაგარეო პოლიტიკის ძირითადი განმსაზღვრელი სტრუქტურა", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა "იმედის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...