ქვემო ქართლში 14 468 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე გატარებული კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო სიგარეტი ჯამში, 72,340 ღერი გამოავლინეს. საქონლის მთლიანმა საბაზრო ღირებულებამ 14,468 ლარი შეადგინა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად