ქვემო ქართლის გუბერნატორი: “აზოტიდან” გათავისუფლებული მუშების უფლებებს მაქსიმალურად დავიცავთ

დაახლოებით სამი კვირის წინ, "რუსთავის აზოტის ქარხნიდან 350 თანამშრომელი გაუფრთხილებლად გაანთავისუფლეს. საპროტესტო აქციები დღემდე მიმდინარეობს. თანამშრომლები სამსახურში აღდგენას ითხოვენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "აიპრესთან" ქვემო ქართლის გუბერნატორმა, პაატა ხიზანაშვილმა ისაუბრა.

ბატონო პაატა, რუსთავის აზოტის ქარხნის 350 თანამშრომელი სამსახურში აღდგენას ითხოვს. იცნობთ თუ არ ამ თემას და როგორია თქვენი პოზიცია?

გუბერნიის ადმინისტრაციისთვის ჩვენი არცერთი მოქალაქის ბედი, რომელიც ჩვენს რეგიონში ცხოვრობს, სულერთი არ არის. ამ მხრივ, ბუნებრივია, რომ ჩვენ მათ უფლებებს მაქსიმალურად დავიცავთ, თუმცა პირდაპირ ჩარევის უფლება კერძო სამართლივ ურთიერთობებში არ იქნება სწორი.

თუკი მათი სამსახურში დაბრუნება ვერ მოხერხდება, გაქვთ თუ არა რაიმე გეგმა, როგორ შეძლებთ მათ დახმარებას?

იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მოგვმართვენ ჩვენი მოქალაქეები, მათ სამართლებრივ დამხარებას გავუწევთ.ნებისმიერ მათგანს დავეხმარებით.

ჩვენ შეგვიძლია, როგორც გითხარით, მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ჩავერთოთ ამ საკითხში, თუმცა როგორც ვიცი, ძალიან კარგად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამ მოლაპარაკებებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეუწყო ხელი, რომ სწორად წარიმართოს და არც ერთი ადამიანი, ვინც ამ პროცესში არის ჩართული, არ დაზარალდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...