ქვეითად მოსიარულე ქალი, რომელსაც დილით თელავში მანქანა დაეჯახა, სავადმყოფოში გარდაიცვალა

თელავში მომხდარი ავტოსაგაზო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს დილით თელავი- გურჯაანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, “ჰონდა” – ს მარკის ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

მიყენებული დაზიანებებით ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში მოათავსა, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო პაციენტის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად