ქვარაია: ქალაქის სტატუსის წართმევაზე არაა საუბარი, ამ გადაწვეტილებას სპონტანურად არავინ მიიღებს

"წინადადებები, რომელიც შესაძლებელია შემოთავაზებეული იქნას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან, დარწმუნებული ვარ, კარგად დამუშავებული და შესწავლილი იქნება. თუმცა, აქ საუბარია არა გაუქმებაზე, არამედ მუნიციპალიტეტებია შერწყმაზე იმ თვითმმართველ ერთეულებში, სადაც 2014 წლის რეფორმის შედეგად გაჩნდა თვითმმართველი ქალაქები. მაგრამ, რა იგულისხმება ამ მოსაზრების უკან, რაზეა გათვლილი სოციალურად თუ ეკონომიკურად ან სხვა თანმდევ რა პირობებს მოიცავს ეს ყველაფერი… უნდა დაველოდოთ, რას გვთავაზობენ ამ მოსაზრების ავტორები",-  ამის შესახებ "აიპრესთან" რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მერაბ ქავარაიამ განაცხადა. 

როგორც დეპუტატი "აიპრესთან" განმარტავს, კომიტეტში ოფიციალური დოკუმენტი ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში შესული არ არის. 

"ცვლილებების პაკეტი, რომელზეც საზოგადოებაში მიდის მსჯელობა, ეს არის მხოლოდ მოსაზრებების დონეზე, ამაზე შეფასების გაკეთება რთულია. რაც შეეხება თვითმმართველობას, მინდა დაგიდასტუროთ, რომ ეფექტური თვითმმართველობა არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა. 

სასიხარულო, მისასალმებელი და საამაყო იყო ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი და თამამი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით. ეს არის ადგილობრივი პირველი პირების არჩევა, ანუ საზოგადოებას მიეცა პირდაპირ აერჩია მერები, გამგებლები და ბევრი სხვა…

დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლება გადადგამს მხოლოდ და მხოლოდ თვითმმართველობის გაძლიერებისა და სამხარეო ადმინისტრაციები დატვირთვისკენ მიმართული იქნება, რამე ტიპის გადახრა ამ კურსიდან არ იქნება, ანუ ვგულისხმობ საქართველოში მაღალი დონის თვითმმართველობას.

დაახლოებით 120-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ თვითმმართველობის შესახებ კანონში მოსალოდნელ ცვლილებებზე განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოთქვეს… 

რაც შეეხება ცვლილებებს ამას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, რაზეც არასამათავრობოებმა გაავრცელეს წერილი, რთულია კომენტარი გააკეთო იმაზე, რაზეც ჯერ-ჯერობით არ არსებობს დოკუმენტი.

ნებისმიერ შემთხვევაში არ შეიძლება სტატუსის ჩამორთმევის ან თვითმმართველობის დაკნინების გადაწყვეტილება იყოს მიღებული, ამაში ვარ დარწმუნებული.

ამაზე საკითხზე უნდა გაიმართოს ძალით ღია და კონკრეტული დისკუსია. ამაში აუცილებლად იქნებიან ჩართულები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ის ორგანიზაციები, რომლებსაც თვითმმართველობაზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. ამას პარლამენტი და მისი შესაბამისი კომიტეტი უზრუნველყოფს. აქ უნდა იყვნენ ჩართული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი რეკომენდაციები უნდა იქნას გათვალისწინებული. ჩვენ არ უნდა ველოდოთ რამე თავს მოხვეულ სპონტანურ გადაწყვეტილებას თვითმმართველ ქალაქებთან მიმართებაში. 

მე ვიყავი ერთ-ერთი აქტიური ადამიანი, რომელიც თვითმმართველობის რეფორმაში იყო ჩართული. თუ ჩვენ გვინდა რეგიონების განვითარება აუცილებელია თვითმმართველობის მაღალი ხარისხი. ამ კუთხით, ჩემი პოზიცია იქნება უცვლელი. 

დარწმუნებული ვარ ხელისუფლება კარგად გაანალიზებს ნებისმიერ წინადადებას რომელიც ოფიციალურად იქნება შემოსული, ეს იქნება მხოლოდ ევროპულ ქარტიაზე და თანამედროვე ქვეყნების განვითარების პრაქტიკაზე მიღებული გადაწყვეტილება."

ცნობისთვის, შესაძლოა 7 ქალაქს სტატუსი შეუჩერდეს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები გაერთიანდნენ და თვითმმართველი ერთეულები შეიქმნას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...