ქვარაია: მიუხედავად დისკრედიტაციის მცდელობისა, გიორგი გახარია წარმატებით აგრძელებს დაწყებულ რეფორმებს

მიუხედავად დისკრედიტაციის მცდელობისა, რასაც ოპოზიციისგან ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებთ თვალს, გიორგი გახარია წარმატებით აგრძელებს დაწყებულ რეფორმებს”,-ასე აფასებს, პარლამენტარი მერაბ ქვარაია შსს-ს მიერ ნარკომოვაჭრეების დაკავების მორიგ შემთხვევას.

“ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით მიღებული შედეგები და არსებული სტატისტიკა შთამბეჭდავია. იგი ცხადად მეტყველებს იმ რეფორმების ხარისხზე და მნიშვნელობაზე, რომელიც შს სამინისტროში მიმდინარეობს. ეს კი პასუხია კითხვაზე, თუ რატომ აირჩია ოპოზიციამ განსაკუთრებულ სამიზნედ წარმატებული უწყების წარმატებული მინისტრი.

მისასალმებელია, რომ მიუხედავად დისკრედიტაციის მცდელობისა, რასაც ოპოზიციისგან ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებთ თვალს, გიორგი გახარია წარმატებით აგრძელებს დაწყებულ რეფორმებს და პოლიცია ყოველდღიური საქმიანობით მაღალ დონეზე იცავს წესრიგს და საზოგადოებრივ ინტერესებს.”,-ამბობს მერაბ ქვარაია.

ცნობისთვის, 42 დღეა რაც მოძრაობა ”სირცხვილია” აქციას მართავს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 20-21 ვნისს გავნითარებულ მოვლენებს, სერგეი გავრილოვის პარლამენტში ვიზიტის და გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად