ქვარაია “ენმ”-ს ორგანიზებულ აქციაზე: ეს არის გეგმაზომიერი მავნებლობა

ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ზუგდიდის მაჟორიტერმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ზუგდიდში, “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების მიერ ორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მოსახლეობას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით პირბადეები ურიგდებოდა.

„ყოვლად მიუღებელია მსგავსი აქციები თუ მსგავსი მოქმედებები. წარმოუდგენელია ამას დაარქვა ან უცოდინრობა ან ზერელეობა. ეს არის გეგმაზომიერი მავნებლობა და ამას სახელი უნდა დაერქვას. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო არის სოლიდარული და ყველანი ვთანხმდებით, რომ ადამიანის ჯანმრთელობა არის ყველაზე მთავარი ღირებულება, მართლაც წარმოუდგენელია იმოქმედო ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ, დაუშვებელია მსგავსი მოქმედებები. აუცილებელია უკლებლივ ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები, რათა დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა, საკუთარი ჯანმრთელობა და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“,-განაცხადა მერაბ ქვარაიამ.​

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად