ქუცნაშვილი: საქართველოში არ არსებობს პარტია, სადაც ნათესავები არ არიან გაერთიანებულები

საქართველოში არ არსებობს პარტია, სადაც ნათესავები არ არიან გაერთიანებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა "აიპრესთან" ინტერვიუში ისაუბრა.

თქვენმა განცხადებამ, რომ მეჭაიური „ქართულ ოცნებაში“ ნათესაური კავშირების გამო მიიყვანეთ, წარმოშვა აზრი, რომ „ქართულ ოცნებაში“ ნეპოტიზმია და შესაძლოა ეს არ იყოს ერთადერთი შემთხვევა. ხომ არ გქონდათ დაპირისპირება „ქართული ოცნების“ გუნდში და ამის გამო ხომ არ გამოიტანეთ სააშკარაოზე ასეთი დეტალები?

არ არსებობს პოლიტიკური პარტია საქართველოში, სადაც ნათესავები არ არიან გაერთიანებულები. ვერ დაასახელებთ ასეთ პარტიას, სადაც უამრავი ნათესავი და მეგობარი არ არის გაერთიანებული. პოლიტიკური პარტია ნიშნავს თანამოაზრეების ერთობას და თანამოაზრეები მათ შორის ნათესავებშიც უნდა გყავდეს. ნუ დაგვძრახავს საზოგადოება იმაში, თუ გაჭირვებულ ადამიანს ხელს მოკიდებ და ჩართავ პოლიტიკურ პროცესში.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად