ქუცნაშვილი სამადაშვილს: რომელი უფრო ამორალურია, როცა გაზს ასხურებ ადამიანს თუ პლაკატი გიჭირავს და კითხვის დასმა გინდა?

“რომელი უფრო ამორალურია, როცა გაზს ასხურებ ადამიანს თუ პლაკატი გიჭირავს და კითხვის დასმა გინდა?” – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრს სალომე სამადაშვილს “ტვ პირველის” გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში”.

“თუ ვაღიარებთ ევროპასა თუ საქართველოში გამოხატვის თავისუფლებას, თუ ვაღიარებთ შეკრების თავისუფლებას, რატომ არ უშვებ ხალხს დარბაზში? კიდევ უარესი, კარებს რატომ უკეტავ? კიდევ უარესი, გაზს რატომ ასხურებ თვალებში? ამორალური რომელი უფროა ქალბატონო სალომე, გაზს რომ ასხურებ თვალებში თუ პლაკატი რომ გიჭირავს ხელში და ამბობ, რომ დამასწარი შეხვედრას, შეკითხვა უნდა დავსვაო?” – მიმართა ქუცნაშვილმა სამადაშვილს, რაზეც დეპუტატი პასუხობს:

“მე არასოდეს არ ვამართლებ არანაირ ძალადობას, არანაირ თავდასხმას. ძალიან მძიმე საყურებელი იყო ეს, მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თქვენს ხელისუფლებას”, – აღნიშნა სამადაშვილმა.

ქუცნაშვილმა კი აღნიშნა, რომ ბელგიაზე პასუხისმგებლობას საქართველო ვერ აიღებს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...