A1 ბანერი

ქუცნაშვილი:”ოცნება” არავის წასვლის გამო არ ჩამოიშლება,გარდა ერთი კაცისა,თუ ივანიშვილი წავა ამ პროცესიდან

“”ქართული ოცნება“ არავის წასვლის გამო არ ჩამოიშლება, გარდა ერთი კაცისა, თუ ბიძინა ივანიშვილი წავა ამ პროცესიდან,თუ ბიძინა ივანიშვილი იქნება ამ პროცეში “ქართული ოცნება” არ ჩამოიშლება’,-ამის შესახებ “პალიტრანიუსში” “ქართული ოცნებს” წევრმა, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

“თუ ბიძინა ივანიშვილი იქნება, არ ჩამოიშლება, მოგწონთ ვინმეს თუ არ მოგწონთ, ბატონი ბიძინა რჩება იმ პიროვნებად, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ განმაპირობებელ სტაბილურობას ქართულ პოლიტიკაში. ისევე, როგორც მისი უწმინდესობა ბევრს გვიყვარს, ცოტა ნაწილს არ გიყვართ, მაგრამ ის რჩება ჩვენს სულიერ მამად და ასრულებს უზარმაზარ შემაკავშირებელ როლს ქართულ საზოგადოებაში”, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...