ქუცნაშვილი: ოპოზიციამ, იცოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ „რუსთავი 2“ კანონიერ მფლობელს დაუბრუნებდნენ, ისინი ვა ბანკზე წავიდნენ

„ოპოზიციამ, იცოდა რა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ „რუსთავი 2“ კანონიერ მფლობელს დაუბრუნებდნენ, ისინი ვა ბანკზე წავიდნენ, რადგანაც ისინი მთავარი პროპაგანდის ინსტრუმენტს კარგავდნენ. დაწყებული იმით, რომ პარლამენტის შტურმი განახორციელა 20 ივნისის ღამეს, საზოგადოების პროვოცირებით შეეცადნენ აგრესია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ გამოეწვიათ, რომ ქართველ ხალხს „რუსთავი 2“ დაერბია და მსოფლიოს თანამეგობრობის თვალში ისინი მსხვერპლნი გამოჩენილიყვნენ”.

​ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც დეტალურად ისაუბრა 20-21 ივნისი მოვლენების გამომწვევ მიზეზებზე, რასაც შემდგომში მისი მხრიდან სადეპუტატო მანდატის ვადამდე ადრე დატოვება და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა.

“მანდატი ორი მიზეზი გამო დავტოვე. პირველი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მიმაჩნია, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი სხვის შეცდომაშიც თავის წილს უნდა ეძებდეს. ამ შემთხვევაში, ჩემი შეცდომა ალბათ იმაში მდგომარეობდა, რომ ექვსი წლის განმავლობაში არ წარმოვაჩინე ამ ორგანიზაციის მნიშვნელობა ისე, როგორც იმსახურებდა. მეორე ძალიან ადამიანური მიზეზია. მე ასე ვარ გაზრდილი, რაღაც საქმეს, რომ ვაკეთებ და იმ საქმეში ბევრნი ვართ ერთმა არ უნდა აგოს პასუხი. როცა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა მზაობა გადადგომის შესახებ, მე მის გადაწყვეტილებას ვერ დავტოვებდი ადამიანური სოლიდარობის გარეშე. აქედან გამომდინარე, მე დავთმე მანდატი, მაგრამ არ ვაპირებ სიმართლე დავთმო. მანდატი ჩემი ინიციატივა იყო და გუნდმაც მხარი დამიჭირა“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ: საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა თავად მოითხოვა. მან სადეპუტატო მანდატზე უარი 20 ივნისს, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის გარშემო განვითარებული პროცესების გამო თქვა. ზაქარია ქუცნაშვილი ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად