ქუცნაშვილი ნინო გვენეტაძის კანდიდატურის განხილვაზე არ მივიდა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის ნინო გვენეტაძის საკომიტეტო განხილვაზე 2 "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, მათ შორის ზაქარია ქუცნაშვილი არ ესწრება, რის გამოც, 12.00 საათზე ჩანიშნული კომიტეტის სხდომა გადაიდო,-ამის შესახებ "აიპრესის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება. 

სხდომაზე ასევე პარლამენტარი კარლო კოპალიანი არ ესწრება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად ნინო გვენეტაძის წარდგენის შესახებ უნდა ემსჯელათ, სადაც მომხსენებელი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე იქნება. თუმცა, კომიტეტის სხდომა ამ დრომდე არ დაწყებულა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ ამის გამო მოსმენაზე მისულ დამსწრე საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

"არ არის კვორუმი და არც პასუხი მოგვსვლია კომიტეტის წევრებიდან. 3 წევრი გვაკლია. არც უფლებამონაცვლეები არიან წარმოდგენილი. სამივე წევრი არის "ქართული ოცნებიდან". ოთხშაბათს უნდა დასრულდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენის შესახებ საკითხზე მსჯელობა ფრაქციებსა და ბიუროში. ბოდიშს გიხდით, იმის გამო რომ ჩვენი კოლეგები არ არიან. დაველოდ",- განაცხადა ხმალაძემ.

კომენტარები
იტვირთება...