ქუცნაშვილი: “ნაცმოძრაობა” ცდილობს ძალადობაზე პასუხისმგებლობა ვიღაცას შეტენოს – დაბალ ღობედ მე ამარჩიეს 

ასე აფასებს “აიპრესთან” თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარმა დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელსაც პარლამენტი დეპუტატის უფლებამოსილებას სავარაუდოდ უახლოესი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შეუჩერებს,  პარტია “ნაციონალურ მოძრაობის” წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის ინიციატივას.

“სამადაშვილი და მისი ძმები ცდილობენ იმ ძალადობრივი აქციაზე რომლის ორგანიზატორები ისინი გახლდნენ, პასუხისმგებლობა ვიღაცას შეაწმინდონ, ეს არის მათი მოქმედებების მიზანი. უნდათ რომ ამ ძალადობაზე პასუხისმგებლობა ვიღაცას შეტენონ, ამ შემთხვევაში სამიზნედ მე ამირჩიეს მათი აზრით, როგორც ყველაზე დაბალი ღობე.

სამადაშვილი ცდილობს იმ ძალადობრივ აქციაზე, რომელიც მათი წაქეზებით განხორციელდა, პასუხისმგებლობა ვიღაცას შეტენონ. ამით ვხსნი ამ მოთხოვნას”- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელთანაც ვრცელი ინტერვიუ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: თმენის ვალდებულება რომ მომეხსნება, ბევრ რამეს ვიტყვი!”

შეგახსენებთ, სალომე სამადაშვილი,  ზაქარია ქუცნაშვილის საქმინობის შემსწავლელი კომისიის შექმნას ითხოვს.

ავტორი ირმა მესხია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...