ქუცნაშვილი: მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვაპირებთ, არჩევნებში მესამედ გავიმარჯვოთ

“ჩვენ მიღებული გვაქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ვაპირებთ, რომ მესამედაც გავიმარჯვოთ არჩევნებში 2020 წელს.”,-ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

:იდეალი გამოწვევისაგან იმით განსხვავდება, რომ ის არის მარადიული და იდეალებისთვის ბრძოლა და მსახურება არის მარადიული პროცესი. ამიტომ ვინც მიიჩნევს, რომ ერთი არჩევნებით ან თუნდაც ორი არჩევნებით იდეალები მიღწეული იქნება და ისინი გაქარწყლდება და მისთვის შრომა და ბრძოლა საჭირო აღარ იქნება, ეს სულ მცირე დილეტანტიზმი იქნება. ჩვენ მიღებული გვაქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ვაპირებთ, რომ მესამედაც გავიმარჯვოთ არჩევნებში 2020 წელს. ასე, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებისთვის ემზადება მხოლოდ იმისთვის, რომ ისევ აჩვენოს გამარჯვება და გააგრძელოს იმ იდეალებისთვის ბრძოლა, რაც როგორც თავში გითხარით მარადიულია,“-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...