ქუცნაშვილი: ხვალ, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი გზა გაიხსნება

22 ივლისს, ერთადერთი გზა, რომელიც დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებს ერთმანეთთან პირდაპირ დააკავშირებს ოფიციალურად გაიხსნება,-ამის შესახებ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

„ჟინვალი-ზარიძეები-თიანეთის შიდა სახელმწიფოებრივი გზის 22 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნული გზა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი შენაძენია, რომელიც კიდევ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას შესძენს დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებს. ეს არის პირველი გზა, რომელიც თიანეთსა და დუშეთს ერთმანეთთან პირდაპირ დააკავშირებს და ის უმოკლესი გზა იქნება მცხეთა- მთანეთისა და კახეთის რეგიონების დასაკავშრებლად“,-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. 

გახსნის ღონისძიებას დაესწრება დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე, კომპანია “დელტას” ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...