ქუცნაშვილი: არ ვაპირებთ მართლმადიდებლურ სამყაროს გავემიჯნოთ იმიტომ, რომ ეს სურს “ნაცმოძრაობას”

19 ივნისს, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური ასამბლეის სესია იწყებს მუშაობას. 

გავრცელდა ხმები, რომ შესაძლოა სესიას ისეთი დელეგატები იყვნენ, რომლებმაც დაარღვიეს ოკუპაციის შესახებ კანონი. თუმცა, ამ ინფორმაციას უარყოფს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი.

” პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 26 წელია არსებობს და შესაბამისად, საქართველო მასში უკვე მრავალი წლის განმავლობაშია წარმოდგენილი. პირველად ხდება ჩვენო ქვეყნის ისტორიაში, რომ თბილისი იქნება მასპინძელი გენერალური ასამბლეის, სესიის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოვლენაა ქრისტიანულ სამყაროში.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვის იმ ნაწილს, რომ ჩვენი ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ გავრილოვი არის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დამრღვევი, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ჩვენ კარგად გადავამოწმეთ, შესაბამისი სპეციალური სამსახურების ჩართულობით შევამოწმეთ დელეგაციის ყველა წევრი. სამწუხაროდ, ორს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დარღვეული აღმოაჩნდა და მათ საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან უარი ეთქვათ საქართველოში შემოსვლაზე.

შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ გავემიჯნოთ მართლმადიდებლურ სამყაროს, იმის გამო, რომ ასე სურს “ევროპულ საქართველოს” ან ” ნაციონალურ მოძრაობას”. მათ კონფლიქტში მოიყვანეს ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრ ინტერესთან. ვიმეორებ, ჩვენ არ ვაპირებთ მართლმადიდებლურ სამყაროს გავემიჯნოთ იმიტო, რომ ეს სურს ” ნაციონალურ მოძრაობას” ან იმიტომ, რომ 23 ქვეყანას შორის ერთ-ერთი მართლმადიდებლური ქვეყანა არის რუსეთი. პირიქით,ვაპირებთ, რომ ეს პლატფორმა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გავაგებინოთ ამ სამყაროს ყველა სხვა წევრ ქვეყანას და ძალიან ბევრია ევროპული სახელმწიფო, რა მოხდა 2008 წელს ჩვენს სამშობლოში, რა მოხდა გასული საუკუნის 1990-იან წლებში. ასე რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია, როგორც ყველა ინფორმაციას, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და მიზნად ისახავს მხოლოდ ობსტრუქციას და თავის თავის აქტუალიზაციას პრესკონფერენციიდან პრესკონფერენციამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ჩაშლის საფრთხის წინაშე დადგა გენერალური ასამბლეის მასპინძლობის საკითხი თბილისში, ჩვენ ერთი ნაბიჯითაც არ დაგვიხევია უკან. შემდეგ გავაჟღერეთ იქ, გვარი, ეს ცნობილი რუსი პოლიტიკოსია, ბატონი ზატულინი, რომელიც ამ დელეგაციაში შედიოდა. ჩვენ პრინციპულად დავიცავით პოზიცია და ამ პოზიციის გამო საქართველოს 5 წლის განმავლობაში უარს ეუბნებოდნენ გენერალური ასამბლეის მასპინძლობაზე. ამ დროს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, დიდი ტრადიციის მატარებელი ქვეყანა ვართ ქრისტიანული სამყაროში და ხაზს ვუსვამ, არ ვაპირებთ გავემიჯნოთ ამ სამყაროს იმის გამო, რომ რუსეთია ერთ-ერთი მართლმადიდებელი ქვეყანა, დანარჩენ 32 სახელმწიფოს შორის.

ასე რომ ეს ინფორმაცია არ არის სწორი, რომლის პარტიის ლოგიკის გაგრძელებაა, როცა არ უნდათ დიალოგი, არ უნდათ მსჯელობა, მათ შორის, თბილისის გამოყენება, როგორც ყველაზე ეფექტური პლატფორმის ჩვენი სიმართლის დასაცავად. აბა, მაშინ საერთოდ როგორ გავაგებინოთ?! მეორე უცნობი გვარია, რუსი დეპუტატია,მოგცემთ ყველას”- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...