ქუთაისთან, მუხნარის ტყეში კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟი ავარიაში მოყვა

ქუთაისის მიმდებარედ მუხნარის ტყეში კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟის ავტომობილი ავარიაში მოყვა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევის ადგილთან ახლო პერიმეტრზე მოქალაქეებს არ უშვებდნენ.

როგორ შსს-ში Ipress-ს განუცხადეს, პოლიციის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ავტომობილში 2 ადამიანი იმყოფებოდა, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...