ქუთაისში ჟურნალისტ ვახო სანაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები თეთრ ხიდთან შეკრიბნენ. მათ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე განხორციელებული თავდასხმა კიდევ ერთხელ დაგმეს. აქციის მონაწილეებმა ხელი მანიფესტს მოაწერეს.

ვახო სანაიას თავს რამდენიმე დღის წინ დაესხნენ და მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს. თავდამსხმელები პოლიციამ დააკავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...