ქუთაისში, წინა წელთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა

“მიმდინარე წლის ზაფხულში ქუთაისში ვიზიტორთა რაოდენობა 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა”, – ამის შესახებ “აიპრესთან” იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაში აცხადებენ. მათივე ინფორმაციით, შეიცვალა იმ ქვეყანათა ტოპ-ხუთეული საიდანაც ქუთაისს ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავდა. ესენია : გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, რუსეთი.

„ტურისტული სეზონი ქუთაისში არ იზომება მხოლოდ ზაფხულით, აქტიური ფაზა იწყება გაზაფხულზე და მთვარდება შემოდგომაზე. ამიტომ სრული სეზონის შეფასებისთვის და ზუსტი ციფრებისათვის გვჭირდება დრო. რაც შეხება ზაფხულს, მიუხედავად ივნისში შექმნილი შეფერხებებისა რაც გამოწვეული იყო პუტინის ბრძანებით, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აკრძალვაზე და ზოგადად არასტაბიულური პოლიტიკური გარემოებებით 2019 წლის ზაფხულის თითოეულმა თვემ გადააწარბა წინა წლის მონაცემებს. რა თქმა უნდა ამაში განსაკუთრებული როლს ასრულებს პირდაპირი ფრენები ქუთაისის აეროპორტში“-განაცხადა იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის დირექტორმა ტატო ლილუაშვილმა Ipress-თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად