ქუთაისში, ტყეში ახალგაზრდა გოგოს მაშველებმა უგონოდ იპოვეს – მას სუიციდის მცდელობა ჰქონდა

ქუთაისში ე.წ საღორიის ტყეში ახალგაზრდა გოგოს სუიციდის მცდელობა ჰქონდა.ახალგაზრდა გოგონა მეხანძრე მაშველებმა იმ დროს იპოვეს, როცა ის უგინო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას ოჯახი ეძებდა, რომლებმაც დახმარების თხოვნით „112“-ს მიმართეს, მაშველებმა კი სუიციდის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

“შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. სუიციდის მცდელობის ფაქტი დადასტურდა – ტყეში ახალგაზრდა გოგონას ჰქონდა თავის ჩამოხრჩობის მცდელობა.მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, მოხერხდა სუიციდის მცდელობის დროულად აღკვეთა და გოგონას გადარჩენა.უგონო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გოგონას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, ახლა თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.”- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მომხადარ ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...