ქუთაისში თეთრი ხიდის რეაბილიტაცია სრულდება

 ამ ეტაპზე ხიდზე ქართული ტრადიციული ორნამენტებით გაფორმებული ლითონის ფირფიტების დამონტაჟება მიმდინარეობს.

როგორც "აიპრესს“ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განუცხადა, რამდენიმე დღეში ხიდზე კიდევ რამდენიმე ტურისტული ატრაქცია განთავსდება, რაც უცხოელი ვიზიტორებისთვის ხიდს უფრო მიმზიდველს გახდის. თეთრ ხიდზე ქართული ორნამენტებით გაფორმებული სულ 56 ნიმუში დამონტაჟდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად