ქუთაისში ტაბიძის და ლორთქიფანიძის ქუჩებზე სამუშაოები სრულდება

ქუთაისში ტაბიძისა და ლორთქიფანიძის ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია.

ორივე ქუჩაზე მთლიანად გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა და მოეწყო ტროტუარები. ამჟამად კი ქუჩები გრანიტის ქვაფენილით ეწყობა. სამუშაოები სექტემბრის თვის ბოლომდე დასრულებული იქნება, რომლის შემდეგ გარეგანათების ლამპიონები დამონტაჟდება.

სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, საკრებულოს დეპუტატ მამუკა რიჟამაძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ბექა ყურაშვილთან ერთად დაათვალიერა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად