ქუთაისში, სტუდენტები შიდა საქალაქო ტრანსპორტის მომსახურებაზე შეღავათების დაწესებას ითხოვენ

ქუთაისში, სტუდენტები ხელისუფლებისგან შიდა საქალაქო ტრანსპორტის მომსახურებაზე შეღავათების დაწესებას ითხოვენ.

მათ თვითმმართველობის შენობის წინ აქცია გამართეს. როგორც ისინი აცხადებენ, ხელმოწერები უკვე შეგროვებულია, მერია კი დაპირდათ, რომ ამ საკითხს სატრანსპორტო კომპანიის შექმნის შემდეგ გადახედავდნენ, რასაც ცვლილებები ჯერ არ მოჰყოლია.

როგორც მერიის სატრანსპორტო კომპანიის ხელძღვანელი, გიორგი გიორგობიანი ამბობს, თემაზე მუშაობენ და სოციალური შეღავათები დამტკიცდება, თუმცა კონკრეტულ ტარიფზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მისი თქმით, ქალაქში ახალი ავტობუსები მარტიდან შემოვა და დეტალები ამის შემდეგ განისაზღვრება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად