ქუთაისში “სპეცსერვისების” ტექნიკური პერსონალი სპეციალური უნიფორმებით სრულად აღიჭურვა

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ვიცე მერ დავით ერემეიშვილთან ერთად, ა(ა)იპ „ სპეცსერვისებში” მივიდა, გაეცნო სამუშაო პირობებს და ტექნიკურ პერსონალს გაესაუბრა. ისევე როგორც უამრავი სხვა სამსახური და დაწესებულება, „სპეცსერვისებიც“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სპეციალური ეკიპირების დეზინფექცია. შრომითი უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მკაცრად კონტროლდება ყველა სავალდებულო წესის დაცვა და აუცილებელი პროცედურები, რათა თანამშრომლებმა მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში შეძლონ დაკისრებული მოვალეობების შესრულება.

„ ა(ა)იპ „სპეცსერვისები“ ის სამსახურია, რომლის თანამშრომლებიც სახლში ვერ დარჩებიან. ისინი მუშაობენ ჩვენი თანაქალაქელებისთვის. „სპეცსერვისების“ ტექნიკური პერსონალი ჩვენ სრულიად ახალი უნიფორმებით და სპეციალური ეკიპირების საშუალებებით მოვამარაგეთ, რომ ამ ადამიანებმა უსაფრთხოდ შეასრულონ თავიანთი საქმე“- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად