A1 ბანერი

ქუთაისში სკოლის ორ მოსწავლეს მატარებელი დაეჯახა

შემთხვევა გუშინ, იმ დროს მოხდა როცა და-ძმა სკოლიდან მოკლე გზით სახლში ბრუნდებოდა.

არასრულწლოვნებს ლიანდაგი უნდა გაევლოთ, როდესაც წყალტუბო ქუთაისის მატარებელი დაეჯახათ. ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 275 მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს.

შემთხვევის შედეგად დაშავებული და-ძმა ქუთაისში დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის გიორგი ხუციშვილის თქმით სტაბილურად მძიმეა.

“10 წლის გოგონას აღენიშნებოდა სახის ძვლების მრავლებითი მოტეხილობა, თავის ქალის მოტეხილობა, 5 წლის ბიჭს კი ჰემატომა თავის ტვინში. ოპერაციული ჩარევა ამ ეტაპზე არ იგეგმება. მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა”-განაცხადა ხუციშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...