ქუთაისში საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა დაიწვა.

ავტომშენებლის ქუჩაზე კორპუსის მეორე სართულს გაუჩნდა ცეცხლი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მეზობლების ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენამდე სახლიდან ხმაური გამოდიოდა, ცეცხლი კი სავარაუდოდ საწვავს მოეკიდა.

მომხდარის შედეგად კორპუსში რამდენიმე საცხოვრებელი დაზიანდა. ადგილზე 30 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმყოფებოდა.

შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა , რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარიაც იმყოფება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად