ქუთაისში, სარაჯიშვილის №54-ში, ქართველი რეჟისორის, გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა

ქუთაისში, სარაჯიშვილის №54-ში, ქართველი რეჟისორის, გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა. ამ სახლში ბავშვობის წლები გაატარა ცნობილმა შემოქმედმა. გიგა ლორთქიფანიძე, 1954-1956 წლებში, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი იყო. მის სახელს უკავშირდება ქუთაისის თეატრის ბევრი წარმატება.

რეჟისორის მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, გიგა ლორთქიფანიძის ოჯახის მხარდაჭერით და ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის – რეზო ჩხეიძის შემოქმედებით სახლ „ ჯარისკაცის მამის“ ორგანიზებით გაიმართა. გახსნის ცერემონიალში იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხეიძე და რეჟისორის ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად