ქუთაისში სანიაღვრე არხების მოწყობის გარეშე ასფალტის დაგებას აპროტესტებენ

მათი განცხადებით, მერიამ გზა უხარისხოდ დააგო, ქუჩა სანიაღვრე არხების გარეშე დატოვეს, რის გამოც წვიმის დროს სახლებში წყალი შედის და ეზოები იტბორება.

ადგილობრივები ხელისუფებისგან სასწრაფო რეაგირებას მოითხოვენ, რადგან მათივე ინფორმაციით აღნიშნულ ქუჩაზე საკანალიზაციო მილები არ არსებობს და ონკანიდან ნაწრეტი წყალიც ქუჩაში დგება.

გუნიას ქუჩის მაცხობრებლები საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი აცხადებს, რომ მერია მზად იყო იმ ოჯახების მოთხოვნა გაეთვალისწინებინა, ვისაც სურდა სანიაღვრე არხების გაკეთება, თუმცა აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე არხების გაკეთების წინააღმდეგი თავად მოსახლეობის ნაწილი იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად