ქუთაისში საკრებულოში ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს წყვეტს

ქუთაისის საკრებულოს წევრები „ევროპული საქართველოდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ სხდომებს 20 ივნისის შემდეგ პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ.

„20 ივნისის ღამის მოვლენების შემდეგ ახალგაზრდობისა და საზოგადოების მთავარ მოთხოვნად იქცა შსს მინისტრის გადადგომა და იმ პოლიციელების დასჯა ვინც იმ ღამეს ძალა გამოიყენა. ეს საპროტესტო აქციები რუსთაველზე გრძელდებოდა სამი თვის განმავლობაში. ჩვენს ნიშნად ამ მოთხოვნების მხარდაჭერისა სამი თვის განმავლობაში ვიმყოფებოდით ბოიკოტის რეჟიმში. სამი თვის თავზე ანუ 20 სექტემბერს რუსთაველზე ყველამ გამოვხატეთ ჩვენი პროტესტი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკურ მდგომარეობის მიმართ შემდეგ ეტაპზე კი აქცენტები გადავიდა რაიონებზე. დავესწრებით საკრებულოს სხდომებს, გავაგრძელებთ ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების წამოწევას, ვუზრუნველყოფთ მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ მეტ ჩართულობას და მოვახდენთ მეტი ინფორმაციის მიტანას საზოგადოებამდე“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა მერაბ მეშველიანმა Ipress-თან საუბრისას.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე გიგა შუშანია კი აცხადებს, რომ პარტიაში ამის შესახებ ჯერ არ უმსჯელიათ. ჩატარდება პოლიტსაბჭოს სხდომა და გადაწყვეტილება ცნობილი ამის შემდეგ გახდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად