ქუთაისში საკონსტიტუცოო ცვლილების პროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეიკრიბნენ და იმ დეპუტატთა სახელები და გვარები წაიკითხეს, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას მხარი არ დაუჭირეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შესაძლოა თბილისში მიმდინარე აქციებს შეუერთდნენ.

შეგახსენებთ: დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად