ქუთაისში საარჩევნო უბნებთან ამომრჩეველთა დიდ რიგებს ოპოზიცია ხელოვნურად შექმნილ ბარიერს უწოდებს

ხმის მიცემის პროცედურის დაწყებიდან ხალხმრავლობაა საარჩევნო უბნებზე. როგორც „სტრატეგია-აღმაშენებლის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი თევდორაძემ „აიპრესს” განუცხადა, „ქართული ოცნება” ცდილობს ამ გზით ცვლილებებისთვის მისულ ადამიანებს ხელოვნური ბარიერი შეუქმნას.

 

„არის დიდი რიგები, რეგისტრატორები შეგნებულად ნელა მუშაობენ. პროცესი ხელოვნურად ყოვნდება, რომ რაც შეიძლება დიდი რიგები იყოს საარჩევნო უბნებთან. უნდათ ამ მეთოდით ადამიანებმა ხელი აიღონ ხმის მიცემისგან და მოთმინებადაკარგულები უკან გაბრუნდნენ”, – განაცხადა თევდორაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად