ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები უკვე დაიწყო

ქუთაისის რეაბილიტირებულა უბანში საახალწლო საბავშვო ქალაქი გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრს ბალერინებმა მიიღეს. 

ღონისძიება ტრადიციულია და ყოველ წელს მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით იმართება.

მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ქალაქში სხვადასხვა სახის კულტურული აქტივობა იგეგმება, იქნება საბავშვო, საქველმოქმედო ღონისძიებები და ასევე გალა კონცერტი, რომელიც ქალაქის ცენტრში ხვალ საღამოს 21:00 საათზე დაიწყება და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

კონცერტში მონაწილეობას მუსიკალური ჯგუფები "ოჩოს ქოხი" და მეტეხი მიიღებენ.

საახალწლო ღონისძიებები 7 იანვარს ალილოს მსვლელობით დასრულდება.

ფოტოების ავტორი, თეონა ჭეიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად