ქუთაისში რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე სკვერების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად , რუსთაველის და ჭავჭავაძის ქუჩებზე მიმდინარე სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

ჭავჭავაძის ქუჩის #52 -ის მიმდებარედ არსებულ სკვერში დაიგო ახალი ქვაფენილი, მოეწყო გაზონები, განათება, დაირგო დეკორატიული მცენარეები, დაიდგმება საპარკე სკამები და გაკეთდება ღობე.
სკვერის რეაბილიტაციისთვის განსაზღვრულია 83265 ლარი, სამუშაოებს შპს „არადანი“ ასრულებს .

დასასრულს უახლოვდება რუსთაველის ქუჩის #120-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციაც. აქაც განახლდა საფეხმავლო ბილიკები, მოეწყო ახალი გაზონები, ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედანი, დაიდგა ლამპიონები, ძელსკამები და საბავშვო ატრაქციონები.
სკვერში სამუშაოებს შპს „ნიუ სთაილი“ ასრულებს და მისი ღირებულებაა 234056 ლარი.

ორივე სკვერის რეაბილიტაცია მალე დასრულდება და ქალაქს თანამედროვე სარეკრეაციო ზონები შეემატება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად