ქუთაისში რამდენიმე სპორტული სკოლის და დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე ფარიკაობის სპორტულ სკოლას და კრივის დარბაზს ეწვივნენ და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

ლევან კირკიტაძის სახელობის ფარიკაობის სპორტული სკოლის რეაბილიტაცია მოიცავს როგორც შენობის ფასადის განახლებას, ასევე ინტერიერის მოწესრიგებას – შეიცვლება კარ-ფანჯრები, იატაკი და ჭერი, გათბობის, წყალგაყვანილობის და ელექტროობის სისტემები.

სამუშაოებს შპს“ ბოუერი“ აწარმოებს, ფარიკაობის სპორტული სკოლის შეკეთებისთვის 77774 ლარია გამოყოფილი და სექტემბერში უნდა დასრულდეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს პუშკინის ქუჩაზე მდებარე კრივის დარბაზშიც. შენობაში სრულად შეიცვლება კარ-ფანჯრები, ამორტიზირებული ხის, მეთლახის და კაფელის იატაკები, ჭერი. განახლდება რინგის დარბაზი, გასახდელები, საშხაპეები, ანტრესოლი.

კრივის დარბაზის რეაბილიტაციაზე 109961 ლარი დაიხარჯება. ტენდერში გამარჯვებულმა შპს “ბა-ნიმ” სამუშაოები ოქტომბერში უნდა დაასრულოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად