ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე წყალარინების ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

ქალაქ ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე წყალარინების შიდა ქსელების გაწმენდის შედეგად, 1600 -მდე ოჯახი გამართული ინფრასტრუქტურით უკვე სარგებლობს. 

ამ ეტაპზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის- ცენტრმა სამუშაოები რამდენიმე პრობლემურ ქუჩაზე დაასრულა. 

სოხუმის, თბილისის, გაპონოვის, ბარათაშვილის, დავითი და კონსტანტინეს, აბაშიძისა და ლეონიძის ქუჩებზე წყალარინების ქსელის მუშაობა ფერხდებოდა, რიგ შემთხვევაში კი ფეკალური მასები საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებში ჩაედინებოდა. არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად, შიდა ჭები და საკანალიზაციო ქსელი თანამედროვე ტექნიკის საშუალებით გაიწმინდა. 

კომპანია ეტაპობრივად, სხვადასხვა ქალაქში წყალარინების გამწმენდი თანამედროვე ტექნიკის საშუალებით შიდა საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას განაგრძობს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...