ქუთაისში ყვავილების და დეკორატიული მცენარეების დარგვა დაიწყო

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურმა ყვავილების და დეკორატიული მცენარეების დარგვა დაიწყო მთელი ქალაქის მასშტაბით.

საგაზაფხულო სამუშაოები კორონავირუსის პანდემიის გამო მოგვიანებით დაიწყო. სამსახურმა სულ 80 ათასი ლარის ყვავილის ნერგი შეიძინა. ყვავილები უკვე დაირგო ქალაქის ცენტრალურ ბულვარში, ასევე გამარჯვების, საფიჩხიისა და ვაკისუბნის ადმინისტრაციულ ორგანოებში, იქ, სადაც უსაფრთხოების კუნძულებია მოწყობილი. საერთო ჯამში, ქუთაისში სულ 120 ათასი ძირი ყვავილი დაირგვება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად