ქუთაისში, პარლამენტის შენობაში უმრავლესობის დახურული სხდომა მიმინარეობს

ქუთაისში მდებარე პატლამენტის შენობაში, საპარლამენტო უმრავლესობის დახურული სხდომა მიმდინარეობს.

სხდომის დაწყებამდე, უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განმარტა რომ დღევანდელ სხდომაზე მიმდინარე საკითხებს და არსებულ პოლიტიკური მოვლენებს განიხილავენ.

“სხდომაზე განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, პოლიტიკურ მოვლენებს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე დღეში ახალი კონსტიტუცია ძალაში შდის. რომელიც რეფორმის შედეგად მივიღეთ, რაც რეალურად, როგორც პოლიტიკურ სისტემაში, ასევე ქვეყანაში ახალ რეალობას აყენებს დღის წესრიგში. მნიშვნელოვანია, რომ კოლეგებთან ერთად განვიხლიოთ, საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხები, რომელიც ახალ კონსტიტუციას უკავშირდება. ასევე ვგეგმავთ, განვიხილოთ ეკონომიკური საკითხები. ჩვენ გვაქვს სურვილი რეგიონებში განსაკუთრებით, თვითმმართველობებსა და მთავრობას შორის თანამშრომლობა იყოს კიდევ უფრო აქტიური “- განაცხადა თალაკვაძემ.

ჟურნალისტების კითხვას, განიხილება თუ არა უმრავლესობის სხდომაზე საკადრო ცვლილებები, თალაკვაძე ამბობს, რომ ამაზე რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ამომწურავი განმარტება გააკეთა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად