ქუთაისში პარკირების ახალმა სისტემამ, რამდენიმე ადამიანი უმუშევარი დატოვა

ქუთაისში ერთ-ერთ ავტოსადგომზე მომუშავე "აიპრესთან" აღნიშნავს, რომ პარკირების ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ, სამსახურის გარშე რჩება.

მისივე განმარტებით წლებია აღნიშნულ მოვალეობას ასრულებს და 65 წლის ასაკში, 6 სულიანი ოჯახის ერთადერთი მარჩენალიც თავადაა.

"აიპრესი" დაინტერესდა, რამდენად შეძლებს ქუთაისის მერია და მის ბალანსზე არსებული "პარკინგსერვისი" ასეთ ადამიანებზე, რაიმე სახის სოციალური პასუხსმგებლობა აიღოს და ისინი სამსახურში დატოვოს. რაზეც შპს-ს დირექტორმა განაცხადა რომ "პარკინგსერვისი" ვერანაირ პასუხისმგებლობა ვერ აიღებს მათზე, თუ არ გაიარეს ტესტირება და დააკმაყოფილეს ის კრიტერიუმები, რომელიც წარმოდგენილი აქვს ქალაქის მერიას.

"ჩვენ გამოვაცხადეთ ვაკანსიები. 2 დღის უკან ჩავატარეთ ტესტირება, სადაც საკითხები იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან და ასევე ზოგადი უნარჩვევები. ვერ გეტყვით, რომ ის ადამიანები რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ავტოსადგომებზე მოსულები იყვენენ და ტესტირებ ჩააბარეს. "პარკინგსერვისი" ვერანაირ სოციალურ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს მიერ დაწესებულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ და მუშაობაც არ შეუძლიათ", – განაცხადა "პარკინგსერვისის" დირექტორმა ირაკლი სარიშვილმა "აიპრესთან" საუბრისას.

შეგახსენებთ რომ, ქუთაისიში არსებულ ავდტოსადგომებზე, დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა, შუა ხნის ასაკს გადაცილებული ადამიანები იყვნენ, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ. თუმცა, პარკირების ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ, მათი უმრავლესობა სამსახურის და შემოსავლის გარეშე რჩება.

25 იანვრიდან ქუთაისში პარკირების ახალი სისტემა ამოქმედდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად