პროპორციული არჩევნების მოთხოვნით, ქუთაისში ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

18-მდე ოპოზიციური პარტიის წამომადგენლები და მათი მხარდამჭერები კიკვიძის სკვერიდან ქალაქის ცენტრალური მოედნის მიმართულებით უკვე დაიძრნენ.

ისინი ამბობენ, რომ აღმაშენებლის მოედნამდე მშვიდობიანი მსვლელობით აპირებენ მისვლას და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას დანაპირები შეასრულონ.

ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფეხით მიემართებიან ქუთაისის თვითმმართველო ორგანოს შენობისკენ, უნდა ჩაიარონ „ქართული ოცნების“ საქალაქო ორგანიზაციის ოფისთან, როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს არის მშვიდობიანი საპროტესტო აქცია და სიტუაციის დაძაბვას არ აპირებენ.

ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად