ქუთაისში, ოპოზიციის ოფისის ფასადის დაზიანების ფაქტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო შეისწავლის

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ქუთაისის ოფისის შენობის ფასადის დაზიანების ფაქტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო შეისწავლის.

ქალაქის მერიამ, ფაქტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შესწავლის შემდეგ, ინფორმაცია უკვე სააგენტოს გადაუგზავნა.

შენობა, სადაც ოპოზიციის ოფისია განთავსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ნუსხაშია შეტანილი და ის გუშინ აქციის მონაწილეებს მხრიდან დაზიანდა. იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა კვერცხები, ცოცხები და საღებავები ესროლეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად