ქუთაისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართება

ქუთაისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის და ჟურნალისტის, სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართება.

 აღნიშნული ღონისძიება ქუთაისის საკრებულოს ინიციატივით იმართება. საქველმოქმედო აქციაზე სოფო ბობოხიძის მიერ გადაღებული ფოტოები გაიყიდება, შემოსული თანხა კი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახს გადაეცემა.

ცნობისთვის, სოფო ბობოხიძე ერთი წლის წინ 11 დეკემბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო აქცია წელს მეორედ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად