ქუთაისში N9 საჯარო სკოლაში მოსწავლე მე-2 სართულიდან გადახტა

ქუთაისში N9 საჯარო სკოლაში მოსწავლე მე-2 სართულიდან გადახტა. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ის გახდა რომ მასწავლებელმა გაკვეთილიდან არ გაათავისუფლა.

სკოლის დირექტორი სოფიო ქუთათელაძე არ ადასტურებს, რომ თითქოს ფაქტი მასწავლებელთან კონფლიქტის გამო მოხდა.

“არანაირი კონფლიქტი მასწავლებელთან არ ყოფილა. საბედნიეროდ ბავშვი თავს კარგად გრძნობს. ვესაუბრე და თავადაც ვერ ხსნის ამ საქციელს, ამბობს რომ არ ეგონა თუ ასეთი ამბავი მოყვებოდა. ზოგადად ძალიან კარგი ბავშვია და ეს გაუცნობიერებლად გააკეთა”-განაცხადა დირექტორმა Ipress-თან საუბრისას.

მე-10 კლასის მოსწავლე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მან ქვედა კიდურების დაზიანება მიიღო. პირველადი ინფორმაციით, ფეხის მოტეხილობა აღენიშნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად